მაფშალიას

"მაფშალიას" საქმიანობის უფლება შეუჩერეს, ფუნქციონირებას რემონტის შემდეგ შეძლებს

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კვების ობიექტს „მაფშალია“ საქმიანობის უფლება შეუჩერეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება „საწარმოო პროცესთან კრიტიკული შეუსაბამობით“ ახსნა და კვების ობიექტს 1000 ლარიანი ჯარიმაც დააკისრა. მაფშალიაში სულ სამი ადამიანი მუშაობს და ერთ-ერთი თანამშრომლის ელზა კალანდიას თქმით,  მუშაობის უფლება შენობის მდგომარეობის გამო შეუჩერდათ. თანამშრომელები აღიარებენ, რომ შენობა სარემონტოა და ინტერიერიც მოძველებული, თუმცა ამბობენ, რომ საკვები სანიტარული ნორმების დაცვით მზადდება.მათივე თქმით, რემონტისთვის საჭირო თანხა ამ დრომდე ვერ შეაგროვეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ საკვების ხარისხი  არ შეუმოწმებიათ. თანამშრომლები ობიექტის დახურვას არ აპირებენ და ამბობენ, რომ შენობას საკუთარი სახსრებით გაარემონტებენ.  „მაფშალიას“ გულშემატკივრები დასახმარებლად Facebook-ზე სარემონტო სამუშაოებისათვის ფულს აგროვებენ.

კომენტარები