ავიაცია

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა

boeing.com

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცე 42 ათასმა ხომალდმა გამოიყენა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. საქაერონავიგაციის მონაცემებით, ეს ზრდა ძირითადად საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულ რეისებს უკავშირდება.

საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულმა რეისებმა 9 618 შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. 

საქართველოს საჰაერო სივრცეს აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები, მაგალითად, დუბაი-ლოს ანჯელესის რეისი, ან ლონდონი-ბანგკოკის რეგულარული რეისები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ.

2017 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცე 31.5 ათას სატრანზიტო რეისს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით 6%-ით მეტია.

კომენტარები