ყალბი ფული

ყალბი 100-ლარიანების გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე - 2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 10 წლამდე.

კომენტარები