ახალი კონსტიტუციის პროექტი

კაპანაძე: ე.წ. აჩერბოს კანონით, პირველ ადგილზე გასული პარტია დეპუტატების 2/3-ს იღებდა

იტალიელი ფაშისტების საარჩევნო სისტემა, ე.წ. "აჩერბოს კანონი" 1923 წელს დაამტკიცებინა მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს. ამ კანონით, პირველ ადილზე გასული პარტია, თუ ის მიიღებდა ხმების 25%-ს მაინც, პარლამენტში იღებდა დეპუტატების 2/3-ს სხვა პარტიების ხარჯზე.

ქართული ოცნების წინადადება გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს ყველა იმ პარტიის ხმებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ცნობისთვის, წინა არჩევნებზე ხმების დაახლოებით 20% "დაიკარგა".

წერს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე Facebook-ში, კონსტიტუციის ახალი პროექტის შესახებ.

კომენტარები