ახალი კონსტიტუციის პროექტი

კობახიძე: კვალიფიციურ პარტიებს არ აქვთ კვალიფიკაცია მათემატიკაში

მათემატიკა არის ერთი და ამ მათემატიკას დაადასტურებს ვენეციის კომისია სულ რაღაც ორ თვეში, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ე.წ 19 კვალიფიციური პარტიის მათემატიკა არის არასწორი ანუ კვალიფიციურ პარტიებს კვალიფიკაცია არ აქვთ მათემატიკაში. და ვენეციის კომისია დაადასტურებს იმ მათემატიკას, რომელზეც საუბრობს ქართული ოცნება. ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთან ერთად, ერთი მათემატიკოსი მჯდარიყო ამ დარბაზში, იმიტომ, რომ უფრო მეტად გვიწევს მათემატიკაზე საუბარი, ვიდრე იურისპრუდენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვაზე, საარჩევნო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გადაუნაწილებელი მანდატები იმ პარტიას ერგება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

კომენტარები