ყალბი ფული

ყალბი 100 და 200-ლარიანების დამზადება-გასაღებისთვის ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

"ერთ - ერთი ბრალდებული სისტემატურად ამზადებდა 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე  ასაღებდა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება - გასაღება). მუხლი 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები