ახალი კონსტიტუციის პროექტი

ქანთარია: როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოწყურებულია რაღაც ბევრ საქმეს

მე რამდენჯერმე მითქვამს და ვფიქრობ, რომ კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი გაცილებით უფრო უპრიანია საპარლამენტო მოდელზე საუბრისას, რათა არ მოხდეს საყოველთაო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტის და ამავე დროს მისი უფლება-მოვალეობების დისბალანსი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოწყურებულია რაღაც გარკვეულ ბევრ საქმეს. პრეზიდენტი საპარლამენტო მოდელის დროს არის უფრო სიმბოლო და არბიტრი, გარკვეულწილად ოქროს სათადარიგო მოთამაშე, რომ კრიზისის დროს უნდა ჩაერთოს და იყოს წარმომადგენლობითი და არა ის, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა. მარგველაშვილს ყოველთვის გაურბის თვალი იქითკენ და უნდა, რომ სხვა საქმეებშიც ჩაერიოს. შეიძლება, ეს არის კრიტიკის მიზეზი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უფუნქციო პრეზიდენტია.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე.

კომენტარები