თურქეთი-ევროკავშირი

ერდოღანი: თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს გადახედოს

Reuters

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებების კუთხით თურქეთზე დაკვირვების განახლების შესახებ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ერდოღანმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს გადახედოს.

"ევროპის საბჭოს განცხადება არის თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ. მზად ვართ ბოლომდე მივიყვანოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ყვლაფერს ვაკეთებთ რასაც გვეუბნებიან, თმცა ამ დრომდე ისევ მოლოდინის რეჟიმში გვტოვებენ. თუ აპირებენ რომ ეს პროცესი კიდევ 3 ან 5 წელი გააგრძელონ, მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე თურქ ხალხს მივმართავთ,"- თქვა ერდოღანმა.

კომენტარები