ავიაცია

მთავრობა შიდა ავიაციის წახალისებისთვის, საავიაციო საწვავს აქციზისგან ათავისუფლებს

მთავრობის ადმინისტრაცია

საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილებები, რომლითაც საავიაციო საწვავი, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი დღგ-სა და აქციზისგან გათავისუფლდება. ინიციატივა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ტურიზმსა და შიდა ავიაციას განვითარებაში დაეხმარება.

ჩვენ დღგ-გან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებოლად და ასევე სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. რა თქმა უნდა ეს ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია მოგეხსენებათ არის ძირითადად სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები",- ამბობს პრემიერი.

პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური დანაშაულის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის პროექტიც წარადგინა. გეგმის მიხედვით, დღეს მოქმედი 50 ათასი ლარიდან, 100 ათას ლარამდე გაიზრდება ეკონომიკური დანაშაულის მოცულობა, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

2016 წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ყველა ტიპის ნავთობპროდუქტზე გაიზარდა აქციზის განაკვეთი.

კომენტარები