ქრთამი

პრობაციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემისთვის მოქალაქე დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისათვის თანხის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ი.ქ. დააკავა.

გამოძიების თანახმად, განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემას გულისხმობს და ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები