ქრთამი

აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანმა გამოსახლების გადავადების სანაცვლოდ ქრთამი აიღო

huffingtonpost

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანმა მოქალაქეს გამოსახლების პროცესის ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 500 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები