ქრთამი

სუს: აფრიკაში უკანონო მშენებლობისთვის ქრთამის აღებაზე მერიის თანამშრომელი დავაკავეთ

შსს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები