რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კვაჭანტირაძე: რუსეთის პროვოკაციაზე ერთიანი და მკაფიო რეაგირება უნდა გვქონდეს

რუსეთი სამწუხაროდ, აგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას კავკასიაში და უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით. ლავროვის ვიზიტი სოხუმში ამის მორიგი ნათელი დადასტურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა და რეაგირებაც ადეკვატური და დროული იყო, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ერთიანები, როდესაც საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, დიახ, ერთიანი უნდა იყოს ერიც და ბერიც და რეაგირებაც უნდა გვქონდეს ერთიანი და მკაფიო ასეთ პროვოკაციაზე, მიუხედავად იმისა, აინტერესებთ თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი მოსკოვში. 

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები