ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი - 1974 წელს დაბადებული ქ.მ. და 1974 წელს დაბადებული კ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ქ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 19 აბი „მეტადონი“.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები