საკონსტიტუციო კომისია

საკონსტიტუციო კომისია დემოკრატიულმა მოძრაობამაც დატოვა

radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია დემოკრატიულმა მოძრაობამ დატოვა. მათ არ მოსწონთ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"ეს არის ის პოლიტიკური გარდამავალი ტენდენცია, რომელიც არაფრის დიდებით არ უნდა იქნეს კონსტიტუციაში შეტანილი. ეს არ არის ის მარადიული ღირებულება, რომელიც არის დროში უცვლელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება მარიონეტულია და ის მოქმედებს არა ეროვნული ინტერესით, არამედ იმ ვალდებულებებით, რომლებიც საკუთარი პატრონის წინაშე აქვს და ეს ვალდებულებები გარდამავალ დებულებაში ევროატლანტიკური სივრცის მიმართ მისწრაფების კუთხით პირნათლად ასახა საქართველოს კონსტიტუციაში,", - თქვა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ინიციატივით გამოვიდა, კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო "უბლოკო სტატუსს" გამოაცხადებს, ანუ უარს იტყვის, ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, მათ შორის NATO-ში გაწევრიანებაზე. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის სხვა წევრებს, ისინი კომისიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ხვალ გეგმავენ.

კომენტარები