ლონდონი

ლონდონის ღამის კლუბში მომწამლავი ნივთიერების გაშვების გამო, 12 ადამიანი დაშავდა

Twitter/ PhieMcKenzie

გუშინ ლონდონის ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტის შედეგად, 12 ადამიანია დაშავებული. აღმოსავლეთ ლონდონის ერთერთ ღამის კლუბში ორ დაჯგუფებას შორის შელაპარაკება მოყვა. პოლიციის თქმით, ერთერთმა მათგანმა მეორეს მომწამლავი ნივთიერებით სავსე ქილა ესროლა. 

ლონდონის პოლიციამ კლუბიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ასევე, სასწრაფო დახმარების მანქანებს ხელი რომ არ შეშლოდათ, გზები გადაიკეტა. 

ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა 10 ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში. პოლიციის თქმით, 2 ადამიანი სერიოზულად არის დაშავებული, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. 

 

კომენტარები