თბილისის მოდის კვირეული

ეკონომიკის სამინისტრომ Tbilisi Fashion Week-ზე უცხოელი "ბაიერები" ჩამოიყვანა

facebook.com/officialTFWgeo

19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონი დაიწყება. მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, მასში მონაწილეობას 18 დიზაინერი იღებს. 

პროექტში ეკონომიკის სამინისტროც არის ჩართული, სამინისტროს ინფორმაციით ეს უკვე მეექვსე fashion week-ია, სადაც ისინიც იღებენ მონაწილეობას. 

ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ "ბაირები") ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებს გაეცნობიან. კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

კომენტარები