თბილისის მოდის კვირეული

თბილისის მოდის კვირეული 17-20 მაისს გაიმართება

წლევანდელი, რიგით მეექვსე თბილისის მოდის კვირეული 17-20 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გამართული პრეს-კონფერენციიდან გახდა.

TBILISI FASHION WEEK -ს ამჟამად ბუდა-ბარ თბილისი უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას 9 პროფესიონალთან ერთად, 20-ამდე დამწყები დიზაინერი მიიღებს.

,,მონაწილეობის მსურველი ძალიან ბევრი იყო, თუმცა მათგან მხოლოდ 9 დიზაინერი შეირჩა. რაც შეეხება იმას, თუ სად გაიმართება ჩვენებები, როგორც წესი, განსხვავებულ და გამორჩეულ გარემოს ვირჩევთ ხოლმე. ამჟამად ეს ადგილი ბუდა-ბარ თბილისის შენობა იქნება. ‘’-განაცხადა TBILISI FASHION WEEK -ის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ.

თბილისის მოდის კვირეული ოთხ დღეს გასტანს. ჩვენებების პარარელურად ბუდა-ბარ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

მოდის კვირეულზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან იტალიელი, ფრანგი და უკრაინელი ბლოგერები და ბაიერები. 

კომენტარები