რუსული პროპაგანდა

მარგველაშვილი: ვუყურებ რუსულ მედიას, რათა გავიგო რუსული პროპაგანდის გზავნილები

მე ძალიან ხშირად ვუყურებ რუსულ მედიას. შეიძლება ეს სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს ის საშინაო დავალებაა, რომელიც უნდა შევასრულო, რათა ვიცოდე, რა გზავნილებით მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა არის მათი ძირითადი ვექტორი, რომლითაც ისინი ავითარებენ თავიანთ პროპაგანდისტულ საქმიანობას. არანარად არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ რუსული ენა საქართველოში უნდა იყოს მივიწყებული. ეს არის როგორც რეგიონისთვის Lingua Franca, რომლითაც ვეურთიერთებით აფხაზებსაც, ოსებსაც, აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც... ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული და არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსულ პროპაგანდაზე.

კომენტარები