ფალსიფიკაცია

"ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკაციისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების თანახმად, ბორჯომში, ერთ-ერთ მოქალაქეს, საკუთარი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ამზადებდა ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალ "ბორჯომსა" და "ლიკანს". საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული "ლიკანი" და "ბორჯომი".

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები