ფალსიფიკაცია

კონიაკის ფალსიფიკაციისთვის ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ორი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები - კახა ღურწკაია და მაკა შარია - საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ქართული კონიაკების, სარაჯიშვილისა და თბილისურის ფალსიფიკაციას, ბოთლებზე აკრავდნენ მეორად აქციზურ მარკებს და ასაღებდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არის ფალსიფიცირებული", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 197-ე და მე-2002 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები