ფალსიფიკაცია

სარეცხის ფხვნილზე სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის 3 პირი დააკავეს

crowdcraft

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

"საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, - გადირ ა, ოქტაი მ. და ალი ნ. საქართველოს ტერიტორიაზე კუსტარულად ამზადებდნენ იაფფასიან სარეცხის ფხვნილს და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, "PERSIL"- ისა და "ARIEL"- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები