პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

მელია უმრავლესობას: თქვენი რაოდენობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას

არავინ ფიქრობს იმაზე, რა სურს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს?! მათ უნდათ იცხოვრონ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კალაძისა და კვირიკაშვილისგან. მათ სურთ, ჰქონდეთ სამსახური და არჩინონ ოჯახები, არ წაართვას სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება... ჩვენს საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით - ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ებრძოდეთ. ის სურათი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, რეალობას არ ასახავს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის ჭრილში. თქვენი რაოდეობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. ამიტომ, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე.

კომენტარები