შვედეთი

სტოკჰოლმში სატვირთო მანქანამ ადამიანებს გადაუარა, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი

TT News Agency/Noella Johansson/via REUTERS

შვედური მედიის ცნობით, სატვირთო მანქანამ სტოკჰოლმის ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრა სცადა და ადამიანებს გადაუარა.

შვედური პოლიციის ცნობით, ინციდენტს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 

თავისმხრივ, შვედური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომხდარს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 15 საათზე მოხდა.

კომენტარები