გატაცება

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის დააკავეს

smo.ge

ღამით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე ზუგდიდის რაიონის სოფელი რიყიდან გაიტაცეს - ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მამა-შვილი, 59 წლის არჩილ და 25 წლის პაატა როგავები, ოჯახის ინფორმაციით, ცხენს ეძებდნენ. თვითმხილველების ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა, მამა-შვილი ენგურის ნაპირთან დააკავეს. სუს-ის ცნობით, ისინი ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის დააკავეს.

როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

კომენტარები