მაქსიმალურად მხარს დავუჭერდი [ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის] გამოძიებას და ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა პირველ პრეზიდენტთან მიმართებით. მაგრამ საერთოდ ტრადიცია ჩვენში ცოტა მძიმეა პრეზიდენტებთან მიმართებაში. პირველი არის ტრაგიკულად მოკლული, მეორე სახლში გვყავდა გამოკეტილი და გარეთ არ ვუშვებდით, მესამე სხვა ქვეყანაში არის გაქცეული და არ ჩამოდის, მეოთხეს არ ვიცი... მეოთხეს კონსტიტუციით გაურჩევთ საქმეს ადრე იქნება თუ გვიან. ასე რომ ცოტა პრეზიდენტების პროფკავშირის შექმნასაც კი ვფიქრობ, მათი უფლებების დასაცავად.
tbl.ge/29ty
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.
ამავე თემაზე
- პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა
- ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება - ხაზარაძე
- ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა – სია
- პრეზიდენტი: პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია
- წილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი




