კრიმინალი

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები