საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB პარლამენტის სხდომების ვიდეომასალას მედიას ლოგოს გარეშე არ მისცემს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტის სხდომების ვიდეომასალას კომერციულ მედიას ლოგოს გარეშე აღარ გადასცემს. გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მასალას ვერავინ გამოიყენებს მაუწყებლის სამარკო ნიშნის გარეშე.

"ყველასთვის იქნება ღია და უფასო, მაგრამ რასაკვირველია, იქნება მითითებული ჩვენი ნიშანი. ეს ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. სხვისი ნაშრომის მითვისება და გასაღება საკუთარ ნაშრომად არ არის სწორი', - ამბობს მაღლაფერიძე IPN-სთან საუბარში.

ამ საკითხზე ინფორმაცია დღეს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა.

აქამდე, საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ მედიას პარლამენტის სხდომების ე.წ. შავ მასალას ლაივსტრიმების საშუალებით აწვდიდა.

კომენტარები