ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა ამ საკითხთან [იპოთეკითარების აქციებზე] დაკავშირებით, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიგვიღია. რომელი უფრო მაღალი და დიდი ტრიბუნაა საქართველოში, ვიდრე საპარლამენტო ტრიბუნა? და რომელ ენაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ აქ, თუ არა ქართულ ენაზე? ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ და იმ სიმაღლიდან უნდა მივმართოთ ჩვენს მთავრობას? და რომელ ენაზე უნდა მივმართოთ მთავრობას, ჟესტების ენაზე თუ ჟესტიკულაციაზე უნდა გადავიდეთ, რომ გავაგებინოთ მთავრობას - როცა მთელი საპარლამენტო ფრაქცია ითხოვს სპეციალური კომისიის შექმნას, პასუხი უნდა გაეცეს.
tbl.ge/29r6
დაკოპირდა

ფრაქცია პატრიოტების წევრი ადა მარშანია პარლამენტში მიმდინარე სესიაზე. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით მოსარგებლე პირების აქცია მიმდინარეობს, სწორედ მათ პროტესტს გამოეხმაურა ადა მარშანია.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




