IRI-ის კვლევა

IRI: 65% ფიქრობს რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21% - სწორი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 21%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 14%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის გამოკითხვის შედეგები ოფიციალურად დღეს გამოქვეყნდა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები