IRI-ის კვლევა

IRI: გადაწყვეტილი ამომრჩევლის 30% - ოცნება, 15% - ენმ, 8% - ევროპული საქართველო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, 30% მმართველ პარტიას - ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, 15%-ენმ-ს, ხოლო ევროპულ საქართველოს - 8%.

აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები ენმ-ის გაყოფიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდა.

ევროპულ საქართველოს ლეიბორისტები მოჰყვებიან 6%-ით, პატრიოტთა ალიანსს მოსახლეობის 4% უჭერს მხარს, თავისუფალ დემოკრატებს კი - 3%.

IRI-ის გამოკითხვა ოფიციალურად დღეს გამოქვეყნდა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები