დიდუბეში, ბაგრატიონის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. რუსთავი ორის ცნობით, სასწრაფო დამხმარების ბრიგადამ ორივე მათგანი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, მსუბუქი დაზიანებების გამო, ექიმებმა ისინი მალევე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.





