აფეთქება პარიზში

პარიზის გარეუბანში აფეთქება მოხდა

სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 სერიოზულად, პარიზში, კარნავალზე, რომელშიც 1000 ბავშვი მონაწილეობდა. 

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

4 მძიმედ დაშავებულ პირს შორის ერთი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მომხდარი არ უკავშირდება ტერორიზმს და ის "შემთხვევითია".

აფეთქება ყვითელ კარნავალზე, პარიზის გარეუბან ვილპენტში მოხდა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული და ახლოსაა შარლ დე გოლის აეროპორტთან.

კომენტარები