აფეთქება პარიზში

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ის მდგომარეობა მძიმეა

Benoit Tessier/Reuters

პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 10-ის მდგომარეობა კი მძიმეა.

აფეთქება პარიზის ცენტრალურ რაიონში, ტრეზივის ქუჩაზე, საფუნთუშეში დღეს დილით მოხდა და სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობები და მანქანებიც.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი სამოქალაქო პირი იყო, ხოლო ორი მეხანძრე, რომელიც ადგილზე გაზის გაჟონვის გამო სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

დაშავებულია 37 ადამიანი, აქედან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიცია მოქალაქეებს სთხოვს რაიონში მოძრაობისგან თავი შეიკავოს, რათა სამაშველო სამსხურებს შეფერხებები არ შეექმნას.

კომენტარები