დემოგრაფია

2016 წელს განქორწინების რაოდენობა გაიზარდა, ქორწინების რაოდენობა კი შემცირდა

flickr.com

2016 წლის მანძილზე საქართველოში სულ 9 539 განქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-ით მეტია. განქორწინებათა რაოდენობას 10 წელზე მეტია რაც მზარდი ტენდენცია აქვს. ამავე პერიოდში ქორწინებათა რაოდენობამ 25 101 შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. ქორწინებათა რაოდეობის შემცირების ტენდენცია 2013 წლის შემდგომ შეიმჩნევა. 2016 წლის მანძილზე ყოველ 10 ქორწინებაზე 4 განქორწინება მოდიოდა.

 

კომენტარები