დაკავება, დაპატიმრება არ არის გამოსავალი. უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. ამასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როდესაც გამოქვეყნდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ გავეცნობით იმ დეტალებს, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ვფიქრობ, ეს საკითხი პრობლემურია, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი არის გარკვეულწილად პასუხისგებაში მიცემული, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ, რომ დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ, ფაქტობრივად, არაფერი.
ომბუდსმენი ცენტრ პოინტზე: დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ?!
tbl.ge/29fr
დაკოპირდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ თაღლითობისა და თანხის მითვისებისთვის 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.




