სატელეფონო კომუნიკაციები

საგამოძიებო სამსახური: აპარატურის გამოყენებით საერთაშორისო ზარის ტარიფს ცვლიდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, სხვადასხვა ადგილიდან უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისათვის განკუთვნილი აპარატურა ამოიღო.

"ამოღებულია სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. სიმ ბოქსი სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მაშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე გამოვლენილია 13 ერთეული სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება-გამოყენების ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 185-ე, 192-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები