ვიზალიბერალიზაცია

კვირიკაშვილი: 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი

2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. საქართველოს მოსახლეობას ევროპამ გაუღო კარი. დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში. ორი დღით გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში ახალგაზრდებთან ერთად და მხოლოდ ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი: თუ როგორია მათი თვალით დანახული ეს პერსპექტივა, ის არის ძალიან საინტერესო - სულ სხვანაირი, გაცილებით უფრო მდიდარი, ვიდრე ჩვენ ვუყურებთ.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები