gem fest

ბიუჯეტი Gem Fest-ზე 10 არტისტის შესრულებას ჯამში 1.98 მილიონი ლარით აფინანსებს

Axwell & Ingrosso
flickr.com

2017 წლის Gem Fest-ის ლაინაფი უკვე ცნობილია, მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი არტისტები, როგორიც არიან Axwell & Ingrosso, Martin Garrix-ი და სხვები. DJ-ებთან კონტრაქტები ბლექ სი არენამ გააფორმა, რომელიც პროექტში როგორც პრომოუტერი ისე მონაწილეობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემსრულებლებს ჯამში ბიუჯეტი 1.98 მილიონ ლარს, ანუ €740 ათას ევროს გადაუხდის. 

ყველაზე მაღალ ჰონორარს, €200 ათასზე მეტს, Martin Garrix-ი აიღებს, დაახლოებით €200 ათასს აიღებენ Axwell-ი და Ingrosso.

კომენტარები