ვიზალიბერალიზაცია

სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: უკრაინული პასპორტით ისევ მჭირდება ვიზა

დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ში.

კომენტარები