რუსეთი

რუსეთში ალექსეი ნავალნი და ანტიკორუფციული მარშის ასობით მონაწილე დააკავეს

ალექსეი ნავალნის დაკავება (არქივი)
ru.delfi.lt

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი და მისი 500-ზე მეტი მხარდამჭერი დაკავებულია.

დღეს, 26 მარტს, რუსეთის რამდენიმე ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ არასანქცირებული მსვლელობები იმართებოდა. პოლიციამ აქციის ასეულობით მონაწილე დააკავა. ანტიკორუფციულ მარშს წინ უძღოდა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია და ფილმი, რომელიც პრემიერმინისტრ დმიტრი მედვედევის უკანონოდ მოპოვებულ ქონებას შეეხება.

ნავალნის დაკავების შემდეგ, მის მიერ შექმნილი ფონდის ყველა თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის, ისინიც, ვინც აქციაზე არ გასულა.


BBC-ის ცნობით, დაკავებისას პოლიცია აქტიურად იყენებდა ხელკეტებს და მონაწილეებს სცემდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური სამმართველოს ცნობით, არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობას 7-8 ათასი ადამიანი იღებდა.

კომენტარები