ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ხვალ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

პრეზიდენტის მოწვევით, ხვალ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. ესენია: 1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;

2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი - დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;

3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი - ლევან იზორია, თანამომხსენებელი - ვლადიმერ ჩაჩიბაია;

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი - დავით რაქვიაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

კომენტარები