ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. უშიშროების საბჭო ორ საკითხს განიხილავს.

„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 15 სექტემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის; 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ", - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.

მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარები