APPLE

Apple-მა წითელი iPhone 7 წარადგინა


ფოტო: apple.com

Apple-მა 21 მარტს წითელი ფერის iPhone 7 წარადგინა. მომხმარებლებს მისი შეძენა 24 მარტიდან შეეძლებათ. iPhone-თან ერთად კომპანიამ სხვა პროდუქტების წითელი ვერსიები წარადგინა, მათ შორისაა წითელი Apple Watch, წითელი აიპოდი და სხვა. 

წითელი iPhone-ის მხოლოდ 128 და 256 გიგაბაიტიანი ვერსიები გაიყიდება. წითელი iPhone-ის ღირებულება იგივე იქნება, რაც სხვა ფერის iPhone-ის ღირებულება. საწყისი ფასი $749 დოლარია, iPhone-ის Plus ვერსიის საწყისი ფასი კი $869 დოლარია.


ფოტო: apple.com

წითელი ფერის iPhone-ის მონაცემები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა ფერის iPhone-ების მონაცემებია. 

Apple-ის ცნობით, წითელი ფერის პროდუქტებისგან მიღებული თანხა აფრიკაში, შიდსის საწინააღმდეგო ფონდებში გადაირიცხება.

2017 წლის სექტემბერში Apple-მა ახალი თაობის iPhone-ები უნდა წარადგინოს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სმარტფონების ეკრანი OLED პანელი იქნება, რაც დღეს არსებულ LCD პანელებთან შედარებით ბევრად მაღალი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. 

კომენტარები