კონსტიტუცია

კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის რეგიონალურ-წარმომადგენლობით მოდელს განვიხილავთ

ირაკლი კობახიძე
facebook.com/Business-and-Economic-Centre

"ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგ ხმალაძის შემოთავაზებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ საარჩევნო პროცედურას პრეზიდენტის არჩევნებისთვის",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.  

ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი მოდელის მიხედვით, პრეზიდენტს ირჩევს სპეციალური საარჩევნო კოლეგია, რომელიც საკრებულოების მიერ შეიძლება დაკომპლექტდეს.

"ჩვენ განვიხილეთ ვახტანგ ხმალაძის წინადადება. ჩვენ განვიხილავდით თავიდანვე ორივე ვარიანტს, როგორც საპარლამენტო წესს, ასევე ვახტანგ ხმალაძის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული წარმომადგენლობით პრეზიდენტის არჩევას. ბოლო სხდომაზე პრინციპში უკვე გამოიკვეთა, რომ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგის შემოთავაზებაზე", - იმედის ეთერში განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ მუშაობს ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი მოდელი:

ქვეყნის საკრებულოები ირჩევენ 150 წარმომადგენელს, ისე რომ ამ წარმომადგენლებს შორის იყოს შენარჩუნებული ის პროპორცია რა პროპორციაც არის ამ საკრებულოებში პოლიტიკურ პარტიებს შორის. 

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ეს მოდელი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის მოდელზე უფრო დემოკრატიულია იმ თვალსაზრისით, რომ ის საპარლამენტო არჩევნებზე არაა მიბმული. ხმალაძის განმარტებით ამის მიზეზი ისაა, რომ საკრებულოს არჩევნები იმართება ორ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს შორის, რა დროსაც მოსახლეობის შეხედულებები განხვავებული იქნება.

კომენტარები