საკონსტიტუციო ცვლილებები

კალაძე კონსტიტუციის შესახებ პრეზიდენტის კამპანიაზე: ეს არის იაფფასიანი პიარი

ეს არის იაფფასიანი პიარკამპანია, რომელსაც აწყობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც უნდა განხორციელდეს. თუ მათ ეს მიზანი აქვთ, არსებობს საკონსტიტუციო კომისია, სადაც სამი წარმომადგენელი ჰყავთ და, შესაბამისად, შეუძლიათ წარმოადგინონ, დააყენონ და იქ იმსჯელონ. ის, რასაც ბატონი პრეზიდენტი აკეთებს, არის იაფფასიანი პიარკამპანია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის კამპანიას ეხმაურება, რომელიც საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტაცია არ მონაწილეობს, რადგან მიიჩნევს, რომ ფორმატი მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

კომენტარები