სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სასაზღვრო ხაზთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება ან გატაცება არ მომხდარა. სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც ამ დროისთვის მოგვარებულია.
"თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება," - ამბობს სუს-ი.
"ტაბულას" კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა სახის გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სუს-ის პრესსამსახურში პასუხობენ, რომ მეტს ვერაფერს გვეტყვიან.
რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცრაზმელი საოკუპაციო ძალებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სირბილში ნორმატივებს აბარებდა.





