სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, რომ საოკუპაციო ხაზთან სუს-ის თანამშრომლის გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელ ზარდიაანთკართან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს 1974 წელს დაბადებული თანამშრომელი გაიტაცეს. ტელეკომპანიის ცნობით, სპეცრაზმელი საოკუპაციო ძალებმა მაშინ გაიტაცეს, როცა ის სირბილში ნორმატივებს აბარებდა.
დამატებით ინფორმაციას "ტაბულა" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სუს-ი
სუს: საოკუპაციო ხაზთან ჩვენი თანამშრომლის დაკავებას არ ვადასტურებთ

timer.ge




