რუსთავი 2-ის საქმე

ხიდაშელი კობახიძეს: ვინ უთხრა, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესებისთვის ცუდია

ნეტავ რასაც ვისმენ მართლა ბატონი კობახიძის აზრებია, თუ მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობს? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ მაშინაც ასე ფიქრობდა რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები. არც კი ვიცი რომელი ჯობია, მისი ინდივიდუალური აზრები იყოს (რაც ცუდი იქნება, მაინც პარლამენტის თავმჯდომარეა) თუ მესიჯ-ბოქსი (რაც კოლექტიური სახელისუფლებო პოზიცია იქნებოდა)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი Facebook-ზე წერს. ხიდაშელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კობახიძეს სჯერა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული გამოვა საქართველო, იმიტომ რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს.

კომენტარები