რუსთავი 2-ის საქმე

HRW: საქართველო - მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა

ორგანიზაცია Human Rights Watch აქვეყნებს სტატიას სათაურით "საქართველო: მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა".

"რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებულმა დავამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მედიასა და სასამართლო სისტემაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან მიმართებით.

ტელეკომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი, პოლიტიკური ოპოზიცია და სხვა დამოუკიდებელი ჯგუფები ამ საქმეს უყურებენ, როგორც ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ ნაბიჯს ოპოზიციური ტელეარხის ხელში ჩასაგდებად. ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან.

"ხელისუფლების სასარგებლოდ, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების წვდომას ოპოზიციურ შეხედულებებზე", - ამბობს Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი გიორგი გოგია. რუსთავი 2-ის დავის მთლიანი პროცესი საფრთხეს უქმნის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოითხოვს შემდგომ შესწავლას", - წერია სტატიაში.

ორგანიზაცის სტატიაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის მიერ პოლიტიკური გადაცემების შეჩერებაზე. ასევე, 2015 წელს ტელეკომპანია იმედის პოლიტიკური ტოქშოუების დახურვაზე, რამაც გამოიწვია ჩივილი ხელისუფლების მხრიდან ჩარევასა და ზეწოლაზე.

კომენტარები